რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანა აკრძალა

რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანა აკრძალა. – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
„საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში შემდეგი საქონლის შეტანაზე შეზღუდვები წესდება: ნოდულარული დერმატიტისადმი მგრძნობიარე საქონლის (მათ შორის მსხვიფეხა საქონლის), ამ დაავადებისადმი მგრძნობიარე საქონლისგან მიღებული პროდუქტის, რომელიც არ არის სათანადოდ დამუშავებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, აკრძალვა ეხება გენეტიკურ მასალებს, გადაუმუშავებელი ტყავის ნედლეულს, რომლებიც მიღებულია ამ ვირუსით დაავადებული საქონლისგან, მათ შორის მსხვილფეხა საქონლისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები