ელენე ხოშტარია: სააკაშვილის ჯგუფი ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება

სააკაშვილის ჯგუფი ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევის საკითხი მიხეილ სააკაშვილმა პარტიიდან მისი გარიყვის მცდელობად აღიქვა.
“სამწუხაროდ, ზუგდიდში დელეგატებთან საუბრის შემდეგ, სააკაშვილი იმდენად აგრესიული იყო, რომ ვერაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, სიბრაზის მიუხედავად, მისი და ჩვენი თანაგუნდელების კეთილგონიერების იმედი მაქვს. ასეთ კინკლაობაში მოგებული არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით, მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არც ერთ ჩვენგანს არ გაუკეთებია, ახლა კი ვხედავთ, რომ ეს ჯგუფი, პოლიტსაბჭოს გვერდის ავლით, ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება. დროა, ყველა დავფიქრდეთ, რა არის მიზანი – ბიძინა ივანიშვილს ერთად დავუპირისპირდეთ თუ ერთმანეთს ძალა ვაჩვენოთ?! სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევის საკითხი მიხეილ სააკაშვილმა პარტიიდან მისი გარიყვის მცდელობად აღიქვა, არადა, შეეძლო, თვითონ დაესახელებინა ბაქრაძე თავმჯდომარედ და დაპირისპირებაც დასრულდებოდა, პარტია კი კვლავ განვითარდებოდა“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები