დავით სერგეენკო მე-13 ხელფასთან დაკავშირებით: მთავრობას ამ საკითხზე ერთიანი გადაწყვეტილება ექნება
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობას ერთიანი გადაწყვეტილება ექნება.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა სამინისტრო, მათ შორის ჯანდაცვის უწყებასა ერთიანი გეგმის მიხედვით მოიქცევა.
„ვფიქრობ, როგორც კი დავბრუნდები სამინისტროში, ალბათ ეს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი და ყველა სამინისტრო მოიქცევა ერთიანი გეგმის მიხედვით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.