დავით სერგეენკო სეზონურ ვირუსებზე მორიგ განმარტებას აკეთებს

“პროტოკოლის გააქტიურების შემდეგ პაციენტები უკვე მიმართავენ ოჯახის ექიმს, ანუ ვისაც უნდა მიმართავდნენ და არა სასწრაფოს ექიმს” -ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი თქმით,  პროტოკოლის ამოქმედებამდე 550 პასუხგაუცემელი გამოძახება იყო.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პროტოკოლის გააქტიურების შემდეგ პირველივე დღე-ღამის განმავლობაში მონაცემი განახევრდა,
“პროტოკოლის გააქტიურების შემდეგ პაციენტები უკვე მიმართავენ ოჯახის ექიმს ანუ ვისაც უნდა მიმართავდნენ და არა სასწრაფოს ექიმს. ვფიქრობ, ამას გავაგრძელებთ, სპეციალური ინდიკატორებია, დავინახავთ, ავადობის კლების ცალსახა ტენდენციას. ჩვეულებრივ ეს ორი-სამი კვირა გრძელდება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები