ნაძალადევის რაიონში შეშის მარაგს 1000-მდე ოჯახი მიიღებს

ნაძალადევში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ელექტროენერგიითა და გაზმომარაგებით ვერ სარგებლობენ, შეშა ურიგდებათ. რაიონის მასშტაბით, სულ 1000-მდე ოჯახს გამოეყოფა ზამთრის სეზონისთვის აუცილებელი დახმარება.

თითოეული ოჯახი 1,5 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს, სულ 1600 კუბური მეტრი დარიგდება. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან 148 800 ლარს გამოყოფს.

დახმარება უკვე მიიღეს თემქის მცხოვრებლებმა. ამ ეტაპზე შეშის დარიგება სანზონაში მიმდინარეობს. ზამთრის მარაგი მიიღო გუდამაყრის #2-ში, კარდიოლოგიური კლინიკის ყოფილ შენობასა და ასევე ქარხანა „ალიონში“ მცხოვრებმა სოციალურად შეჭირვებულმა მოსახლეობამ.

დახმარებას მიიღებს ყველა ის კომპაქტური ჩასახლება, რომელიც არ არის გაზიფიცირებული და არ მიეწოდება ელექტროენერგია. მომდევნო დღეებში შეშა ლოტკინისა და ნაძალადევის უბნების მოსახლეობას დაურიგდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები