ანა დოლიძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს ოფიციალურად აღიარებული დაახლოებით 200 პოლიტპატიმარი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დისკუსიაში “ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა” მიიღო მონაწილეობა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
„არაერთი ანგარიშით, მოხსენებით, კვლევით დადგინდა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ და ფართომასშტაბიან დარღვევებს.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს ოფიციალურად აღიარებული დაახლოებით 200 პოლიტპატიმარი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ნათელი მოჰფინოს იმ სისტემურ დანაშაულებებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა. ნათელი უნდა მოჰფინოს ეფექტური გამოძიებებით და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ დაზარალებულებს, მსხვერპლს, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ის მძიმე დარღვევები. იქნება ეს კომპენსაციები, ჯანდაცვის პაკეტები, თუ სპეციალური პროგრამები”, – განუცხადა ანა დოლიძემ ჟურნალიტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები