დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 31 დეპუტატმა დაუჭირა, 7 კი წინააღმდეგი წავიდა.
2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 801 302 000 ლარს შეადგენს.
მერის განცხადებით, საბიუჯეტო ხარჯები 2017 წელს 22 300 000 ლარით შემცირდება, კერძოდ საპრემიო და სახელფასო ფონდი არსებულთან შედარებით 13%-ით მცირდება, რაც 13,1 მილიონი ლარია.
დავით ნარმანიას თქმით, ბიუჯეტის პროექტი მაქსიმალურად დახვეწილი და სრულყოფილი დოკუმენტია, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა. მან დაასახელა ოთხი მთავარი პრიორიტეტი, ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, გამწვანება, საქალაქო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საბავშვო ბაღები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები