თეა წულუკიანი: ყველა ინსტიტუტმა კეთილი ინებოს და სამუშაო მაგიდასთან დაჯდეს

ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან, რათა კონსტიტუცია, ფუძემდებლური სამართლებრივი ტექსტი ერთად გავაუმჯობესოთ-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მინისტრის თქმით, თუკი რომელიმე ინსტიტუტი უარს იტყვის კომისიაში მუშაობაზე, მხოლოდ ამ მოცემული ინსტიტუტის პრობლემა იქნება.
„მე რომ არ ვიყო ამ კომისიის წევრი, ეს კომისია მაინც იქნება ლეგიტიმური; რომელიმე ახლანდელი წევრი რომ არ იყოს წევრი, ეს კომისია მაინც იქნება ლეგიტიმური. ამიტომაც, ალბათ ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს, გამოიჩინის კეთილგონივრულობა, დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან სხვა ინსტიტუტებთან, რათა კონსტიტუცია, ჩვენი ძირითადი კანონი და ფუძემდებლური სამართლებრივი ტექსტი ერთად გავაუმჯობესოთ. თუკი რომელიმე ინსტიტუტი უარს იტყვის ამაზე, ეს ამ მოცემული ინსტიტუტის პრობლემა მგონია.
წინა მოწვევის კომისიამ იმუშავა ცვლილებებზე, ჩვენც ვიყავით ამაში ჩართული. ამიტომ ჩვენ ნულიდან არ ვიწყებთ. ნუ გაგიკვირდებათ, რომ უკვე არსებობს პროექტები, მთავარია, ამ პროექტებზე მუშაობა გაგრძელდეს“,-აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები