სინოპტიკოსები ზღვაზე 4–6 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ – საქართველოში ამინდი გაუარესდება

16 დეკემბრის დღის ბოლოდან 18 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოთოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ზვავსაშიშ რეგიონებში თოვლის ზვავები.
სინოპტიკოსები ზღვაზე 4–6 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები