„უკონტაქტო პატრულირება ავტოსაგზაო შემთხვევებს 30%-ით შეამცირებს“

24 დეკემბერს გავმართავთ ქუჩის აქციას, რადგან ვთქვათ, რომ საგზაო უსაფრთხოება არის პრიორიტეტული საკითხი, – ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანათავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.
ორგანიზაცია მთავრობის წინაშე კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უკონტაქტო პატრულირებასაც გულისხმობს.
ორგანიზაციამ კვლევაც ჩაატარა, თუმცა მოსახლეობის პოზიცია, მისივე განცხადებით, არაერთგვაროვანია.
„ქულათა ეს სისტემა აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ამან შეამცირა ავტოსაგზაო შემთხვევები, ასი ქულა მიენიჭება მძღოლს, რომელიც ჩადის სხვადასხვა დარღვევას, თუ წლის განმავლობაში ამოიწურება ასი ქულა, მას თავიდან მოუწევს მართვის მოწმობის აღება.
უკონტაქტო პატრულირება 30%-ით შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს.
ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ 24 დეკემბერს კანცელარიასთან და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. უკონტაქტო პატრულის დროს კამერები იქნება მოძრავი და იქნება დამონტაჟებული ავტომობილებში, რომელიც პოლიციის არ იქნება. ეს კანონპროექტი უნდა შესულიყო წესით უკვე ძალაში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა“-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ მათ მიერ წარდგენილი პროექტის მიღების შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 30%-ით შემცირდება.
კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, ორგანიზაციის წარმომადგენლები კანონ-პროექტის ძალაში შესვლას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები