რატომ აუკრძალა ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს დახეული ჯინსებით და მოკლე კაბებით სიარული

ზუგდიდის გამგებელის ლაშა გოგიას N3408 ბრძანების თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია “მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებულ იერ-სახე და ატაროს საქმიანი გარემოსთვის შესაფერისი სამოსი, სამსახურებრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად”.
ასევე, ამავე ბრძანების თანახმად, “სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, შავი ჯინსის, კლასიკური კაბის-ქვედაბოლოს (მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან), პერანგის და პიჯაკის ჩაცმა”.
ზუგდიდის გამგებელის ბრძანება საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა. ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტება „კვირასთან“ ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსმა თენგიზ შამათავამ გააკეთა.
„ეს დადგენილება ყველამ გამოიყენა სათავისოდ, მე მგონი არაა ლამაზი, როცა ადმინისტრაციის თანამშრომლები პრობლემებზე მოსულ მოსახლეობას დახეული ჯინსებით ხვდებიან, თქვენ მოგეწონებოდათ ეს?“-აცხადებს „კვირასთან“ თენგიზ შამათავა.
ზუგდიდის გამგებლის ლაშა გოგიას განმარტებით კი, ყველა სამინისტროს თუ საჯარო უწყებას აქვს ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეზღუდვები და ზუგდიდის გამგეობას ამ ბრძანებით „ველოსიპედი არ გამოუგონია“.
ბრძანების თანახმად, იმ საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც არ დაიცავენ ბრძანებას, გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

shinaganawesi-1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები