ვახტანგ ბუცხრიკიძე ეროვნული ბანკისა და მთავრობის ინიციატივას ლარიზაციასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს

”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ეროვნული ბანკისა და მთავრობის ინიციატივას ლარიზაციასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.
”პრობლემა, რაც დღეს ქართულ საბანკო სექტორს და ქართველ საზოგადოებას აწუხებს არის ის, რომ სამომხმარებლო სესხების უმეტესობა არის უცხოურ ვალუტაში. დეპოზიტების უმეტესი ნაწილი არის დოლარში და სწორედ ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, რომ სესხებიც დოლარში გავცეთ. თუმცა ბოლო ცხრა თვის ტენდენციას თუ გადავხედავთ, ლარში გაცემული სესხების რაოდენობა იზრდება. ინიციატივა, რომელიც ერთი კვირის წინ გაჟღერდა ეროვნული ბანკის მიერ და მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება, ხელს შეუწყობს ლარებში მეტი სესხის გაცემას. ეს მეტად დაიცავს მომხმარებელს, ბანკებს კი რისკებს შეუმცირებს. შედეგად ქვეყნისთვის ქართული ლარის ცვალებადობა უფრო მარტივი გახდება. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ცვლილება აუცილებელია. ეს ქართული ექსპორტის, ტურიზმისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს სამუშაოები საპროცენტო განაკვეთების დაანგარიშებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები