დიმიტრი ქუმსიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში. იმედი გვაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და გაძლიერდება, რაც ასევე ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ასევე შესაძლებლობა იქნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, გაუმჯობესებული დამატებული ღირებულების და DCFTA-ს სტანდარტებისა და ვალდებულებებთან დაახლოების მიმართულებით.
„ასევე უნდა აღინიშნოს EIB-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF) ერთობლივი ინიციატივა ევროკავშირთან ერთად Horizon 2020-ის ფარგლებში – InnovFin – ის მიმართულებით.
აღნიშნულის ფარგლებში შესაძლებელი არის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოების ზრდის მხრივ ინოვაციური იდეების და კვლევების დაფინანსების მიზნით, ასვეე ტექნიკური მხარდაჭერის რჩევების თვალსაზრისით“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები