ნუკრი ქანთარია: კულტურის სფერო დღეს პრიორიტეტულად არის გამოცხადებული

კულტურის თვისობრივი მნიშვნელობა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია თვლის, რომ კულტურას პარლამენტში უნდა ჰქონდეს გაზრდილი როლი.
„კულტურის მუშაკების მხრიდან იყო ინიციატივა,რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის კომიტეტი ცალკე ჩამოყალიბებულიყო და მე ამას ვეთანხმები, რადგან კულტურა იმსახურებს იმას, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს. დღეს კულტურის სფერო პრიორიტეტულად არის გამოცხადებული და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები