რით ხსნის ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე მეტროპოლიტენთან დაკავშირებულ გაუგებრობას

ახმეტის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების შინაარსმა, რომლითაც თვითმმართველმა ორგანომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები დაამტკიცა, საზოგადოებაში დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია.
როგორც ირკვევა, დადგენილების დანართი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მექანიკური ასლია.
საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი “კვირასთან“ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ დადგენილებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გაიტანს და ხარვეზებს გამოასწორებს.
„იმ პერიოდში, როცა საკრებულომ აღნიშნული დადგენილება მიიღო, განიხილებოდა ჩემი იმპიჩმენტის საკითხიც და ძირითადი ყურადღება ამ საკითხზე იყო მიმართული, თუმცა ეს გარემოება არ ამართლებს შეცდომას. ჩვენ მიერ მიმდინარე წლის 5 დეკემბერს მიღებულ №22-ე დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებიდან გეოგრაფიული ობიექტებისა და სატრანსპორტო სისტემების ტერმინთა განმარტებები შაბლონის სახით იქნა გამოყენებული და სწორედ ამან გამოწვია ის, რომ დადგენილებაში მექანიკური შეცდომა გაიპარა. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელებთ ახალი ნორმატიული აქტის გამოცემაზე და პირობას ვდებ, იქ წერტილ-მძიმესაც კი ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები