გოგლა ჟვანია: არსებობს კითხვის ნიშნები, უამრავი ადამიანი რეკავს ჩვენთან ჩაჩუას გამართლების შემდეგ

“ექსჰუმაციის შემდეგ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, თუმცა მანამდე ჩასატარებელია კიდევ ბევრი საგამოძიებო მოქმედება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა.
გოგლა ჟვანიას თქმით, ექსჰუმაციას უცხოელი ექსპერტებიც დაესწრებიან.
„ექსჰუმაციის საკითხი არის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, რის შემდეგაც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, თუმცა მანამდე უნდა მივიდეთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ექსჰუმაცია უცხოელი ექსპერტების თანდასწრებით ჩატარდება.
არსებობს კითხვის ნიშნები, უამრავი ადამიანი რეკავს ჩვენთან ჩაჩუას გამართლების შემდეგ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩაჩუამ გამოიჩინა თუ არა გულგრილობა, ჩაჩუას მოქმედება ხდებოდა უკვე ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ, ამიტომ მე ამ საკითხზე ჯერ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, დაველოდები ძიებას“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები