გოგლა ჟვანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

“ძალიან ბევრი განცხადება, რომელსაც ვისმენთ ჩვენი ოპონენტებისგან, არის სრული აბსურდი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჟვანის ძმამ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა.
გოგლა ჟვანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
„მთელი განცხადებები, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვისმენთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „ნაციონალური მოძრაობის წევრები დაკავებული არიან სიცრუით. მე მჯერა, რომ ძიება საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ხელისუფლება ამით პირადად არის დაინტერესებული, მე რომ დავინახე ეს მზაობა, იმიტომ გამიჩნდა ძიებასთან თანამშრომლობის სურვილი“, – განაცხადა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები