მიხეილ გიორგაძე: უწყებაში სისტემური და სტრუქტურული ოპტიმიზაცია განხორციელდება

კულტურის სამინისტროში სისტემური და სტრუქტურული ოპტიმიზაცია განხორციელდება. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგაძის ინფორმაციით, იგეგმება მივლინებებისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცაც.
“ჩვენი მიზანი არ არის კადრების გათავისუფლება, თუმცა ვგეგმავთ მხოლოდ რამდენიმე ხელმძღვანელი რგოლის გაუქმებას. ვცდილობთ, ორიენტირებული ვიყოთ იმისკენ, რომ ადამიანები სამსახურის გარეშე არ დარჩნენ, მაგრამ აუცილებელი არ არის, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში იყვნენ დასაქმებული, შეიძლება დასაქმება სხვა მიმართულებით მოხდეს”, – განაცხადა გიორგაძემ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განვლილი წელიც შეაფასა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში კულტურის სამინისტრომ ბევრი პროექტი განახორციელა და ყველა მათგანი წარმატებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები