გიორგი მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროში აშშ-ს ელჩს სამანტა პაუერს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი, როგორც საქართველო – ამერიკის ორმხრივ დღის წესრიგში, ასევე, იმ საერთაშორისო დღის წესრიგში, რომელიც დგება გაეროში’, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრაზე სამანტა პაუერი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საკითხით დაინტერესდა. მხარეებმა საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზეც ისაუბრეს.
განიხილეს ასევე, საქართველოს OGP-ის მომავალი თავმჯდომარეობის თემაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები