ანტიტერორისტული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ექსტრადირების საკითხს ლიტვური სასამართლო გადაწყვეტს

ლიტვაში დაკავებული ანტიტერორისტული სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ლიტვური სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მაისურაძეს რუსული მხარე გაასამართლებს თუ საქართველოს გადმოსცემენ. მაისურაძის დაკავების ფაქტზე ინფორმაცია ლიტვის საგარეო უწყებამ, გაავრცელა.

„ჩვენ ნამდვილად არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ის რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან იყო დაკავშირებული, პირიქით, ჩვენი ინფორმაციით ის ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ უწყებაში მუშაობდა.

არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ პირი ინტერპოლის ბაზაშია შეყვანილი, სწორედ ამ სისტემამ იმუშავა მისი დაკავების დროს.

მე მომხრე ვარ რომ მივენდოთ ჩვენს სასამართლო სისტემას“, – ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ზურაბ მაისურაძის სახელი ფიგურირებს ლაფანყურის სპეცოცოპერაციის საქმეშიც. მაისურაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ქართული მხარის მიერაც არის არის აღძრული. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ მაისურაძის ექსტრადირება საქართველოში მოხდება.
ზურაბ მაისურაძე ლიტვაში რუსული სამართალდამცავების მოთხოვნით 3 დეკემბერს დააკავეს.
ლიტვის სასამართლო მაისურაძის საკითხს ათ დღეში განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები