ირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო საკითხების შემსწავლელი კომისია უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრის მომცველი

ჩვენ უნდა მოვაწყოთ ძალიან ფართო განხილვა და ეს კომისიაც უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრით წარმოდგენილი-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ირმა ინაშვილის თვლის, რომ საკონსტიტუციო საკითხების შემსწავლელი კომისია უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრის მომცველი. როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კომისიაში პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების გარდა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები.
„საკონსტიტუციო საკითხების შემსწავლელი კომისია უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრის მომცველი. იქ უნდა იყოს წარმოდგენილი არა მარტო პრეზიდენტი, არამედ წარმომადგენლები უნდა იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, არასაპარლამენტო ოპოზიციაც, ექსპერტული წრეები, სამეცნიერო წრეეებიც, ვინაიდან ჩვენ ვეხებით კონსტიტუციას, ყველაზე მნიშვნელოვან კანონს. ჩვენ უნდა მოვაწყოთ ძალიან ფართო განხილვა და ეს კომისიაც უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრით წარმოდგენილი“, -განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები