ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, დასახეს გეგმები, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
შეხვედრას მინისტრთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები