ეკა ბესელია: მთავარი საკითხი არის ის, რაზე იმუშავებს კომისია და კონსესუსის გზით სიარული

რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას, რასაკვირველია, პრეზიდენტს ექნება ყველა შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროცესში და მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ერთობლივი შეთანხმებით მიღწეული დოკუმენტი.

„მთავარი საკითხი არ უნდა იყოს, ვინ იქნება საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, მთავარი საკითხი არის ის, რაზე იმუშავებს კომისია და კონსესუსის გზით სიარული, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი იყოს სრული თანხმობის პროდუქტი.- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომისიის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ხელოვნურს უწოდებს.

მისი თქმით, მაშინ როდესაც კომისია ჯერ შექმნილი არ არის და არც დადგენილებაა მიღებული, წინასწარ აჟიოტაჟის შექმნა არ არის ბუნებრივი. „რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას, რასაკვირველია, პრეზიდენტს ექნება ყველა შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროცესში და მიიღოს მონაწილეობა.

საპარლამენტო კომისიაა და სრულიად ლოგიკურია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდეს ამ პროცესს და საკანონმდებლო ორგანო სრულ კოორდინაციას გაუწევს, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც უნდა იყოს ჩართული, იყოს ჩართული და იყოს ღია და სამუშაო გარემო იმისთვის, რომ ფართო კონსესუსით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება”, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები