ირაკლი კობახიძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების გააქტიურებასაც შეეხო. ირაკლი კობახიძემ რუმინეთის ელჩს საქართველოს პარლამენტის გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე ისაუბრეს განვითარების სფეროში თანამშრომლობის რუმინულ პროგრამაზე (ODA), რომელშიც საქართველო, მოლდოვასა და სერბეთთან ერთად, პრიორიტეტული ქვეყნების სიაშია. ირაკლი კობახიძემ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ორმხრივი პროექტებისთვის, რომელიც რუმინეთმა საქართველოში პროგრამის ფარგლებში განახორციელა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადუ ლივიუ ჰორუმბას მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები