დავით ნარმანია: ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები 10% შემცირდა

2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება გათვალისწინებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე სახელფასო ანაზღაურების ფონდის 10%-იანი შემცირება.
”ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელსაც კვირის ბოლომდე წარვადგენთ საკრებულოში, უკვე ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების 10% შემცირებას.
ჩვენ ისედაც შემცირებული გვქონდა დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული ხარჯები, თუმცა დამატებით შემცირდა. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების ფონდის 10 %-იან შემცირებასაც,” – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები