ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენ ყველა, როგორც გუნდი, პასუხს ვაგებთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე

„ჩვენ ყველა, როგორც გუნდი, პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ ერთიანი პოზიცია გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკასთან“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობაში ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით შეჯერებული პოზიცია არ არის.
ამასთან, ის გავრცელებულ ინფორმაციას აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს.
”გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიცრუეა. ყველა მინისტრმა, გუნდის ყველა წევრმა ძალიან დეტალურად შეისწავლა ეს საკითხი, არა მარტო თავთავიანთი მიმართულებით, არამედ სრულიად. შესაბამისად, ჩვენ ყველა, როგორც გუნდი, პასუხს ვაგებთ იმაზეც, რომ ერთიანი პოზიცია გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, მთლიანად მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, ასევე იმაზეც, რომ ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას და განვითარებას”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელმაც შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს დაუსაბუთებელი და აბსურდული უწოდა. კვირიკაშვილის თქმით, შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები