“როდესაც ჩვენ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე ვანო მერაბიშვილს შევხვდით, მინისტრი არ იყო მაშინ გულწრფელი”

გუშინ გიგა ბოკერიას განცხადებამაც დაადასტურა, რომ ეს საქმე იყო შეკერილი-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილმა წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაია ფოტოგრაფების დაკავების შემდეგ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას იხსენებს. თამარ კორძაია აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის შემდეგ, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა შედგა.
„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მაშინ აქციებზე ვითხოვდით ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას, ეს შეხვედრა შედგა და ამ შეხვედრას ვანო მერაბიშვილის გარდა ეკა ზღულაძე და მისი სამი მოადგილე ესწრებოდნენ. თუმცა მინისტრი ამ შეხვედრაზე არ იყო გულწრფელი. თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს საქმე იყო შეკერილი. ის რომ ამ ადამიანების დაკავება უსაფუძვლო ბრალდებებით მოხდა, ეს დაადასტურა გიგა ბოკერიას გუშინდელმა განცხადებამაც, ის მაშინ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა და ვთვლი, რომ პასუხის გაცემა მასაც მოუწევს კითხვებზე. ჯაშუშობა ათ წელზე მეტს ითვალისწინებს ამ ადამიანების გამოშვება კი ერთ დღეში მოხდა,“-განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები