აწყურთან სამარშრუტო ტაქსის და სატვირთოს შეჯახებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავარიის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა.
სოფელ აწყურის შესასვლელთან, სატვირთო ავტომობილი და ხაშური–ახალციხის სამარშუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახნენ. შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იმყოფებოდა, რომლებმაც დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება თავდაპირველად, სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. პირის გარდაცვალების შემდეგ კი საქმე გადაკვალიფიცირდება , იგივე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები