ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა 8 დეკემბერს გაიმართება
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა 8 დეკემბერს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია აღნიშნული.
“შეჩერების მექანიზმის” საკითხზე მომხსენებელია “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა.