ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დამაკავშირებელი გზა, „ტრანსკამი“ დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მოუწოდებს მძღოლებს როკის გვირაბით და „ტრანსკამითგადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ტრანსკამზე“ ზვავები ჩამოწვა და რამდენიმე ავტომობილი ბლოკირებულია, თუმცა მგზავრებს  საფრთხე არ ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები