დიმიტრი ქუმსიშვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ საგადასახადო ცვლილებებზე წარიმართა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე და იმ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, მოსახლეობის დასაქმება და კეთილდღეობა წარმოადგენს. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს, ერთი მხრივ, შეამციროს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ამავე დროს, გაზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგი შეეცდება მომზადებული შეხვდეს დაგეგმილ ცვლილებებს.
 
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობა დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები