ადიგენში ავტომანქანა სკოლიდან მომავალ ბავშვს დაეჯახა – მცირეწლოვანი გარდაიცვალა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს გოგონა ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი სკოლიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, მას სოფლის გზაზე, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი, „ნისანის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილის ძმა არ დაშავებულა.

სამართალდამცავებმა „ნისანის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები