გიორგი კვირიკაშვილმა და ჯანი პიტელამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯანი პიტელას შეხვდა. 15281127_1314511385238018_312451830_n
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული, პარტნიორი ქვეყნის, დემოკრატიული და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას და იმ მასტაბილურებელ როლს, რომელსაც საქართველო რეგიონში ასრულებს.
მხარეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ყველა ვალდებულებები.
საუბარი შეეხო ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის ჩატარებისა და 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიღების მნიშვნელობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდგომი რეფორმები საქართველოში.
გიორგი კვირიკაშვილმა და ჯანი პიტელამ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების თემები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ქართული მხარის განმარტებით, საქართველო აფასებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ხაზი გაესვა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ევროკავშირის ჩართულობის როლს სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები