ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს, ის კი მოსკოვში მიემგზავრება
ოკუპირებულ აფხაზეთში პარტია “ამცახარა” დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვს. ოპოზიციამ ხაჯიმბას ვადა 15 დეკემბრამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სოხუმში სახალხო შეკრებას გამართავს და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს დაიწყებს. „ამცახარას“ წარმომადგენლებმა ეს განცხადება პარტიის ყრილობაზე განაცხადეს. თავის მხრივ, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ის გადადგომისთვის მზად არის იმ შემთხვევაში, თუ ამას აფხაზეთის მთელი მოსახლეობა მოითხოვს. რაულ ხაჯიმბა დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობაზე, ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე და ეკონომიკური დახმარების საკითხებზე იქნება საუბარი.