ლაშა კილაძე სოხუმში არსებულ შიდსის და ნარკოტიკის პრობლემებზე საუბრობს

“გვაქვს კონტაქტი სოხუმში ჩვენს კოლეგებთან. იქ ნარკობაზარი არის ძალიან გაჯერებული”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა.
ლაშა კილაძის ინფორმაციით, აფხაზეთში ნარკოტიკი საკმაოდ ხელმისაწვდომია და აფხაზეთის ნარკობაზარი ფართო სპექტრით გამოირჩევა.
„აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ბაზარი ნარკოტიკით არის საკმაოდ გაჯერებული, აქ ძალიან ხელმისაწვდომია ნარკოტიკი და არის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი.
ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს ზიანის შემცირების პროგრამები, ისევე, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე. ამდენად, ნარკოვითარება საკმაოდ მძიმეა და ეს აისახება მომიჯნავე ტერიტორიებზეც, ამიტომ განსაკუთრებით არასასიამოვნო ვითარება, სხვა რეგიონებთან შედარებით, არის სამეგრელოს რეგიონში,ისევე, როგორც აჭარის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება თურქეთს და ასევე არაა არც იქ ზიანის შემამცირებელი პროგრამები.
საქართველო თავის მეზობლებს შორის ამ მხრივ საუკეთესო პოზიციაზეა. სოხუმში გააჩნიათ ძალიან დიდი წუხილი შიდსის და ნარკოტიკის პრობლემასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ლაშა კილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები