სისხლიანი გარჩევა სენაკში ქალებს შორის მსხვერპლით დასრულდა – რას ამბობენ ადგილობრივები

სენაკში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს.
ახლობლები ყვებიან, რომ მოკლულ ეკა ფარულავას ბრალდებულ ქეთევან ლომიას 1 300 დოლარი მართებდა, ფარულავა თანხას დიდი ხნის განმავლობაში ვერ იხდიდა და მას რამდენჯერმე თანხის გადახდას უგვიანებდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა სენაკის ცენტრში, უსინათლოთა თავშესაფრის შენობის წინ გუშინ გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივები მკვლელობაში ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ და მომხდარით გაკვირვებულები არიან.
არსებული ინფორმაციით, ქალბატონებს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა გარდაცვლილს მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან 7-ჯერ ესროლა. 7 გასროლილი ტყვიიდან გარდაცვლილს ორი ტყვია მოხვდა, ერთი მუცლის არეში, რომელმაც ცენტრალური არტერია დააზიანა. ეკა ფარულავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, ბრალდებული 63 წლის ქეთევან ლომია ორგანიზაცია „უსინათლოთა საზოგადოების“ ყოფილი დირექტორია, გარდაცვლილი კი მოვაჭრე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული ქეთინო ლომაია დაკავებულია. იგი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები