ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ინფორმაციას კრემლის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების დროს დაგეგმილია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განხილვა, მათ შორის 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხების. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებს, ასევე რუსულ-აფხაზური ურთიერთობების სამართლებრივი ბაზის გაფართოებას.