სარაჯიშვილის მეტროსთან სატვირთო მანქანა ქალს დაეჯახა

სარაჯიშვილის მეტროსთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. სატვირთო მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა. შუა ხნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე ნაწილის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები