სირია ისრაელს საკუთარი ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს

სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად სარაკეტო იერიში განახორციელეს, ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, ჭურვები ქალაქ საბურთან აფეთქდა. დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქალაქ საბურზე გზა გადის, რომელიც დამასკოს ლიბანთან აკავშირებს. ამ გზით შიიტური დაჯგუფება „ჰესბოლას“ „ბოევიკები“ სარგებლობენ, რომლებიც ბაშარ ასადის მხარეს იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები