ტრამპი პირობას დებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში ბიზნესიდან წავა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ის ბიზნესიდან წავა, რათა ამან ინტერესთა კონფლიქტი არ გამოიწვიოს.
„ამჟამად შესაბამისი დოკუმენტები მზადდება და მე ბიზნეს-ოპერაციებიდან მთლიანად გავალ. აშშ-ის პრეზიდენტობა – ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა“ – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, მისი ქონება დაახლოებით 10 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, არჩეული პრეზიდენტის ქონებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ასე, მაგალითად, ჟურნალი Forbes-ის ცნობით, ტრამპის კაპიტალი 4,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია Wealth-X -ის შეფასებით, დონალდ ტრამპი  4,4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, ხოლო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ტრამპს 2,9 მილიარდი დოლარის კაპიტალი გააჩნია.
დონალდ ტრამპი 1979 წელს მამამისის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 1999 წელს მან ყველაზე ცნობილი შენობა – Trump Tower-ი ნიუ-იორკის მე-5 ავენიუზე ააშენა. სამშენებლო ბიზნესის გარდა, მილიარდერი შოუ-ბიზსესითაც არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები