YouTube-ს შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა აეკრძალოს

ვიდეოჰოსტინგურ სერვის YouTube-ს, შესაძლო რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა აეკრძალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის დუმა ონლაინ-კინოთეატრების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა „რბკ“ იუწყება.
გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები ანდრეი ლოგოვოი და შამსაილ სარაპიევი. ის პროფესიული კონტენტის აუდიოვიზუალურ სერვისებში უცხოური გავლენის შემცირებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ონლაინ-კინოთეატრების საქმიანობას არეგულირებს, თუმცა ის YouTube-საც შეეხება.
როგორც გამოცემას რუსეთის მედიაკომუნიკაციების კავშირიდან აცნობეს, YouTube-ზე როგორც პროფესიული, ასევე სამოყვარულო კონტენტის განთავსება ხდება და ერთმანეთისგან გარჩევა პრაქტიკულდ შეუძლებელია. გამოსავალი ან დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნაა, ან უცხოურ „მოედნებზე“ გადასვლა, რაც კავშირგაბმულობის ყველა ოპერატორის სავალუტო ხარჯებს მკვეთრად გაზრდის. მედიაკავშირში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი კონკურენციის შეზღუდვას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები