ოჰაიოს უნივერსიტეტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ოჰაიოს უნივერსიტეტზე 28 ნოემბერს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. დაჯგუფებამ სომალელ ლტოლვილს საკუთარი “მებრძოლი“ უწოდა.
ცნობისთვის, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიჭრა. სომალელი ავტომობილით ტროტუარზე ავიდა და რამდენიმე ადამიანი დაეჯახა. შემდეგ ის მანქანიდან გადმოვიდა და იქ მყოფ პირებს დანით დაესხა თავს.
თავდამსხმელი იქვე ახლოს მყოფმა პოლიციელმა მოკლა. ის 18 წლის სტუდენტი აბდულ რაზაკ ალი არტანი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები