პოლონეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მაღაროელები დაიღუპნენ

2 მაღაროელი დაიღუპა და 6 უგზო-უკვლოდ დაიკარგა პოლონეთში, ქალაქ პოლკოვიცეს მახლობლად მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო “უნიანი“ იუწყება.
მიწისძვრის დროს მაღაროში 16 ადამიანი იმყოფებოდა. რვამ მაღაროდან ამოსვლა მოახერხა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4,4, შეადგინა.
დასახლებულ პუნქტებში მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები