ბელგიელი მილიარდერი მოსკოვის ცენტრში „ვირტუალური სტალინის“ განთავსების ინიციატივით გამოვიდა

ბელგიელი მილიარდერი მარკ ელი კლაინი მოსკოვში უნიკალური სამუზეუმო-ტურისტული ცენტრის მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა. აქ ვირტუალური ექსპოზიციები განთავსდება. ცენტრის ფართობი 50 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.
მუზეუმში ვირტუალური ექსპოზიცია უნდა შეიქმნეს, სადაც რუსეთის და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მოღვაწეების ვირტუალური ექსპოზიციები მოეწყობა – ივანე მრისხანეთი დაწყებული და იოსებ სტალინით დასრულებული.
ასევე მილიარდერი ვარაუდობს, რომ აქ პორტრეტების და ვიდეოების გარდა, დამთვალიერებლები ცნობილი პირების ხმებსაც მოისმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები