კახეთში მაზლმა ორსული რძალი დაჭრა, ძმის სიმამრი კი მოკლა

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის სოფელ ულიანოვკაში  მამაკაცმა ძმის სიმამრი მოკლა, ფეხმძიმე რძალი კი დაჭრა.
“კვირას“ ინფორმაციით, კონფლიქტი თავდაპირველად მოკლულის შვილსა და ბრალდებულს შორის დაიწყო. ვითარების განმუხტვას დაკავებულის ძმის სიმამრი და რძალი შეეცადნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ორივე მათგანი დაჭრა. ბრალდებულმა ძმის სიმამრს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები