ავიაკატასტროფისას დაშავებული ბრაზილიელი მეკარე მარკოს დანილო საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბრაზილიური კლუბის, „შაპეკოენსეს“ მეკარე მარკოს დანილო, რომელიც კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფისას მძიმედ დაშავდა, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კატასტროფის დროს ასევე „შაპეკოენსეს“ 27 წლის მცველი ალან რუშელი გადარჩა. ამის შესახებ “Radio Colombia” იუწყება.
კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი დღეს გამთენიისას ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის ბრაზილიური გუნდის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელებიც იყვნენ.
თვითმფრინავი “British Aerospace” ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები