ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელშიც ბრაზილიის კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები დაიღუპნენ, ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ავიაკატასტროფა კოლუმბიის ქალაქ მედელინის აეროპორტის მახლობლად მოხდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 76 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. კატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავიაკატასტროფის ძირითად მიზეზად ავიალაინერის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ეკიპაჟმა დისპეტჩერებს შეატყობინა, რომ ერთ-ერთ ძრავში პრობლემა იყო და რომ მათ საწვავის მცირე მარაგი ჰქონდათ დარჩენილი.