ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ახალი სარკოფაგი დამონტაჟდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე, რომელზეც 1986 წელს ავარია მოხდა, ახალი დამცავი კონსტრუქციის დამონტაჟება დასრულდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ფოლადისა და ბეტონის კონსტრუქციის სიგრძე 165, სიმაღლე 11ო მეტრია. ის 36 ათას ტონას იწონის.
ახალი სარკოფაგის შმენებლობა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა დააფინანსა. მშენებლობა 1,63 მილიარდი ევრო დაჯდა.
ობიექტის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. მისი ექსპლოატაციის მიახლოებითი ვადა 100 წელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები