ცნობილი რუსი ბაიკერი „ქირურგი“ სახელმწიფო გერბის შეცვლას მოითხოვს

ცნობილი რუსი ბაიკერი ალექსანდრე ზალდასტანოვი, მეტსახელად „ქირურგი“ რუსეთის სახელმწიფო გერბის შეცვლას და მასში საბჭოთა სიმბოლოების, მათ შორის გამარჯვების ვარსკვლავის დამატებას მოითხოვს.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ საკითხის კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისთვის არ არის ცნობილი არანაირი წერილის შესახებ, რომელშიც ზალდასტანოვი ან ვინმე სხვა გერბის შეცვლას მოითხოვს.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს სიმბოლიკის შეცვლა „ფართო თემაა და აქ ზუსტი არგუმენტებია აუცილებელი“.
ბაიკერების კლუბის, „ღამის მგლების“ ხელმძღვანელი მიხეილ ზალდასტანოვი, იგივე „ქირურგი“ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობებით არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები