ბექა ნაცვლიშვილი: პარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქცია შეიქმნება
„სოციალ-დემოკრატებიდან“ პარლამენტში სამნი ვართ, და ფრაქციის შესაქმნელად კიდევ სამი წევრია საჭირო”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „სოციალ-დემოკრატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტში კვირის ბოლომდე კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნება.
„არის საუბარი და შეიქნება კიდევ ერთი ფრაქცია. ჩვენ ვართ სამნი „სოციალ-დემოკრატები“ და საჭიროა კიდევ 3 ადამიანთან შეთანხმება, რომ ჩამოვაყალიბოთ ფრაქცია, ამჟამად მიმდინარეობს დისკუსიები იმ პოლიტიკოსებთან, ვისი ინტერესებიც თანხვედრაშია ჩვენს ინტერესებთან და კვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.